საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი NOKIA-ს ბრენდის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულები ჩინური წარმოების იაფფასიან მობილურებსა და აქსესუარებს NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ყიდდნენ. გამოძიების ინფორმაციით, სულ უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილურია ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადებას, გამოყენებასა და ბრუნვაში შეტანას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.