განცხადება/მიმართვა

ფოტო რეალობას არ ასახავს, ვერ გავიგე, რა მიზანს ემსახურება-გიული ალასანია

ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, ძალიან გამაკვირვა… მან [მიხეილ სააკაშვილმა] არაფერი არ იცოდა, მე არაფერი არ ვიცოდი, არავინ არაფერი არ იცოდა. მე არ ვიცი, საიდან მოხვდა, ეს როგორი, რა ფაქტია საერთოდ… რა მიზანს ემსახურება, ვერ გავიგე, იმიტომ, რომ ფოტო, რომელიც ვნახე, არ ასახავს რეალობას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ადამიანი არის დღეს იმის ლანდი. მიზანი რა იყო, ვერ გავიგე. თუ უნდოდათ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი.

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ფოტოებზე. გუშინ, 11 დეკემბერს ფორმულამ გაავრცელა სააკაშვილის ფოტოები, რომლებიც, თავდაპირველი განმარტების მიხედვით, ერთი თვის წინ იყო გადაღებული. მოგვიანებით ფორმულამ განმარტება ჩაასწორა და დაწერა, რომ ფოტოები აგვისტოში გადაღებულია.

Loading…

მსგავსი პოსტები

არ მჯეროდა ისეთი ადამიანის გამოსწორება, როგორიც არის სააკაშვილი და სხვა სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი-ირაკლი ღარიბაშვილი(ვიდეო)

“დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო…”-ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილი ციხიდან

“ლუგარი ჩემი მეგობარი იყო…დღეს ეს ლაბორატორია ძალიან გვეხმარება ნებისმიერი ახალი ვირუსის წინააღმდეგ დაცვაში”-სააკაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი