Forbes-მა აშშ-ის ყველაზე გულუხვი მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებაზე დახარჯულ თანხაზე დაყრდნობით შეადგინა.
სიის სათავეში ინვესტორი უორენ ბაფეტი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $42.8 მილიარდი გაიღო. თანხის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის განვითარებასა და სიღარიბესთან ბრძოლას ხმარდება. 2010 წელს ბიზნესმენმა თავისი ქონება 5 საქველმოქმედო ფონდს გადასცა. მეორე ადგილზე გავიდა ბილ გეითსი ხოლო მესამეზე ჯორჯ სოროსი.
Loading…