ფონიჭალაში აქცია დღეს დილიდან განახლდა — ადგილობრივები თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მშენებლობა ავარიულ სახლებს მთლიანად დაანგრევს და მათი იქ დარჩენა სახიფათო გახდება. ადგილობრივი მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მოსახლეობამ აქცია გუშინაც გამართა და სამშენებლო ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა.