გვიან ღამით, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა და სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრისგან დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანით ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულს დამწვრობა ქვედა კიდურების არეში აქვს მიღებული. ექიმების თქმით დაზარალებულის მდგომარეობა სტაბიურია. ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. უცნობია ასევე თუ რა ბედი ეწევა უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს.
