«ქართული ოცნების» მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თავის საარჩევნო კამპანას აფასებ:
„საარჩევნო კამპანიას როდესაც ვიწყებდით, დიდი იმედი მქონდა, რომ ეს იქნებოდა პირველი, მეტნაკლებად ევროპული საარჩევნო კამპანია, მაგრამ ხედავთ, საპრეზიდენტო კამპანია რა არაჯანსაღად მიმდინარეობს. პატრიარქმა განცხადება სწორედ ამ კამპანიის შესახებ გააკეთა. ქვეყანას, პირველ რიგში, სიმშვიდე სჭირდება. ალბათ, ვინც საზღვარგარეთიდან ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, ფიქრობენ, რომ როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მართალია, მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი და თან ქალი, დავნებდები, გავტყდები, მაგრამ ცდებიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.