ფინეთი, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სერიოზულად დაფიქრდა ნატოში გაწევრიანებაზე.
ფინური გამოცემის Yle-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრი სანა მარინი უკვე მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ყველა მხარეს განიხილონ ეს საკითხი.
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აუცილებელია ამ საკითხის განხილვა საზოგადოებაში. დადებითი გადაწყვეტილებით კი ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი ზაფხულამდე უნდა იყოს წარდგენილი.
”რუსეთი არ იყო ისეთი მეზობელი, როგორიც აქამდე წარმოგვედგინა”, – თქვა მარინმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნატოში გაწევრიანების გონივრულობაზე ნეიტრალურმა შვედეთმაც ისაუბრა.
Loading…
