განცხადებებიეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ვარდნას ოპოზიციას აბრალებს

შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ვითარება, რომელიც რადიკალიზმითაა სავსე, ლარის კურსზე არ აისახოს. ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა იმ მერყეობისა, რასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული იმ რადიკალიზმთან და პოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია“, — ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით საუბრისას, ბრიფინგზე, განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში განვითარება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასაც იწვევს.

„არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმემ საკუთარი პროტესტი არ გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველა წესის დაცვით, რადგან ვხედავთ, რომ ეს ვითარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც ზრდის საფრთხეებს“, — აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს არ ენდობა

როდისთვის აპირებს ქიბარ ხალვაში საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას?

«ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ — ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე»-ოთო კახიძე თეა წულუკიანს

დატოვე კომენტარი