ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს.
„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.
კოლეგებს და პარტნიორებს-განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ – წერს გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2021 წლიდან ეკავა.
