განცხადებები

«ფიზიკური დაპირისპირებაც იყო…»-ჩხუბი რუის-ურბნისის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით  განცხადებას აკეთებს:

«ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი ესე გავრცელდა და საზოგადოება ასეთ ინტერესს იჩენს ამ ყველაფრის მიმართ. ვფიქრობ, რომ არაფერი საინტერესო ამ ისტორიაში არ არის. მოხდა გაუგებრობა, გაუგებრობას ჰყავს მოწმეები მიტროპოლიტი იობი და ეპისკოპოსი სვიმეონი. ჩემსა და მეუფე სვიმეონის მძღოლს შორის მოხდა დაპირისპირება. შემდგომ ყველაფერი ადგილზე გაირკვა, მეუფე იობმა დაასტაბილურა სიტუაცია. თვითონ ფაქტი სამწუხაროა და ორმაგად სამწუხაროა ის, რომ ასეთი ინციდენტის მიმართ არის ასეთი ძლიერი ინტერესი საზოგადოებაში. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. ეს დაპირისპირება მოყვა რაღაც გამონათქვამს, რომელიც მეუფემ გაიგო. მას ეს ეს ამბავი მიუტანეს და ამის შემდეგ მან ჩემგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

მეუფე იობმა მთხოვა, ყველაფრის მიუხედავად შენდობა მეთხოვა მეუფე სვიმეონისადმი. მე დავემორჩილე მეუფე იობს და მეუფე სვიმეონს მივმართე შენდობისთვის, ეს ხდება ხოლმე მეტანიის შესრულებით, მაგრამ არიან გარკვეული ადამიანები, თუნდაც თვითმხილველები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან არაფერი არ მქონდა შესანდობი. ჩემი მხრიდან ჩივილს არ ვაპირებ»- განაცხადა დეკანოზმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!-საფრანგეთის ელჩი საქართველოში

«ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შემსწავლელ კომისიაზე უარის თქმა არის მძიმე პოლიტიკური შეცდომა»-ხუხაშვილი

roma sajaia

მმართველი პარტიის ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას — კარა მაკდონალდი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი