ფეისბუქმა კოკა ყანდიაშვილს 790 ყალბი გვარდი წაუშალა

0
560

ერთ-ერთმა უდუდესმა სოციალურმა ქსელმა “facebook” დღეს ოპიციალურად წაშალა ყველა ის ყალბი გვერდები თუ ჯგუფები, რომლებიც ეწეოდნენ უკანონო ქმედებებს. ყველა ასეთი გვერდის მოქმედება ეწინააღმდეგება ფეისბუქის დადგენილ წესებსა თუ კანონებს.
როგორც DFRlab-ის კვლევის ანგარიშშია ნათქვამი ამ გვერდებისა და ჯგუფების აქტივობებს ხელმძღვანელობდა კოკა ყანდიაშვილი. სწორედ მას ეკოთვნოდა Espersona, რომლის ანგარიშზე იყო მიბმული მთელი ეს ყალბი აქაუნთები. ფეისბუქმა ასევე წაშალა კოკა ყანდიაშვილის ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პერსონალური ანგარიში, რომელიც პრემიერმინისტრის პრეს სამსახურს 2012 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. ნონა ყანდიაშვილი ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველიცაა.

ფეისბუქის განცხადებაში წერია, რომ მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ჯგუფებისა და გვერდების სამართავად და თავიანთი კონტენტის ფართო მასაზე გასატანად იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომელთა ნაწილიც წინა ჯერზე გაუქმდა ავტომატიზებული წმენდის შედეგად. ზოგიერთ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ ჯგუფები ნაყიდი იყო (მათ თავდაპირველად სულ სხვა სახელი ერქვათ). მოცემული ჯგუფები ასევე ქმნიდნენ გვერდებს, რომლებიც ჰგავდა ადამიანების პროფილებს და მთავარ ფოტოებად იყენებდნენ სტოკის ფოტოებს, რათა გაევრცელებინათ საკუთარი კონტენტი და თავიდან აერიდებინათ დაბლოკვის რისკი. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება. გვერდების მოდერატორები უმეტესწილად პოსტავდნენ ლოკალურ სიახლეებსა და პოლიტიკურ ამბებზე, როგორებიცაა არჩევნები, პოლიტიკა და ოპოზიციის. ახლახან კი მოცემულმა ანგარიშებმა დაიწყეს COVID-19–თან დაკავშირებული კონტენტის გაზიარებაც, რომელთა ნაწილიც ფეისბუქმა წაშალა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა მათ შიდა წესებს და შეიცავდა ჯანმრთელობისათვის საზიანო დეზინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქი DFRlab-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს დაეყრდნო.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ