2007 წლიდან ფეისბუქი საშუალებას აძლევდა დეველოპერებს, რომ ფეისბუქის პლატფორმაზე აპლიკაციები შეექმნათ. მაშინ, როდესაც ალექსანდრ კოგანმა თავისი აპლიკაცია შექმნა, ფეისბუქს მისთვის უარი არ უთქვამს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანებს, რომლებმაც ისარგებლეს აპლიკაციით, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი პერსონალური მონაცემები დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის იქნებოდა გამოყენებული, რაც ფეისბუქის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.