განცხადებები

«ფაქტები» განხცხადებას ავრცელებს

„Paqtebi.ge“-ს სარედაქციო გმობს საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლების ქმედებებსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რომელსაც ვხედავთ მოქალაქეების კანონიერი მოთხოვნით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკ ქმედებებში. მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და ევროპულ მომავალს.

მთავრობა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ძალადობას ხალხზე, ივიწყებს თავის უმთავრეს პასუხისმგებლობას: ემსახუროს თავის მოქალაქეებს.

მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოხელესა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გავერთიანდეთ ამ ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ.

როგორც არსდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, დემოკრატიული მმართველობის აღდგენისას და ღირებულებების დაცვისას, რომლებიც განსაზღვრავს სამართლიან და თავისუფალ საზოგადოებას.

მოქმედება დაწყებულია, რასაც მივესალმებით. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავიბრუნოთ წართმეული  დემოკრატია და ავაშენოთ ჩვენი ევროპული მომავალი, სადაც ყველა ხმა შეისმინება და დაფასდება.

Paqtebi.ge-ს სარედაქციო კოლეგია

მსგავსი პოსტები

«მას შემდეგ რაც ოცნება დამარცხდება, კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში»

roma sajaia

«ნაციონალები» ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ-ანრი ოხანაშვილი

«საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ»-გერმანიის ელჩი

roma sajaia

დატოვე კომენტარი