ეკონომიკა

ფასები შიდა ფრენებზე ძვირდება?

მცირე ბაზრის პირობებში შიდა ფრენები ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ახალი ტენდერის პირობებში ფასების გადახედვა აუცილებელია — აცხადებს «აკეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი, ირინა მღებრიშვილი.

მისი თქმით, ქვეყანა პატარაა, ავიაცია საკმაოდ ძვირი სექტორია. სერვისის და უსაფრთხოების დონე იმდენად მაღალია, რომ ტექნიკური მომსახურების პროგრამები ძალიან ძვირი ჯდება. «ამ პერიოდში სახელმწიფო სუბსიდირების ნაწილი 61-62%-ია, მგზავრის გადახდილი თანხა 38-39%-ია, რაც მე ვთვლი, რომ სიმბოლური ფასია. მიუხედავად იმისა, რომ ამაში საქართველოს ბევრი მოქალაქე არ დამეთანხმება და იტყვის, რომ 90 ლარად სალონიკში დაფრინავს და რა უნდა მესტიაში 90 ლარად.

აკეარ ჯორჯიას შიდა ფრენების ფასები, რომელიც 2018 წელს დადებული ხელშეკრულებითაა გაწერილი, ასეთია:

  • ნატახტარი — მესტია — ნატახტარი ერთი გზა: ზრდასრული 90 ლარი ; ბავშვები (3-12) 63 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ;
  • ნატახტარი — ამბროლაური — ნატახტარი ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ;
  • მესტია — ქუთაისი — მესტია ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

ბათუმის მიმართულებით ფრენის ღირებულება 125 ლარი იყო, თუმცა კომპანია შემოდგომის შემდეგ რეისებს ამ მიმართულებით აღარ ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ლარი ისევ გაუფასურდა

პირველად ისტორიაში, ნავთობის ფასი ნეგატიური გახდა

დატოვე კომენტარი