სხვადასხვა

ფართომასშტაბიანი მსვლელობა, «თავისუფლების მარში»- გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია

მასშტაბური აქციის მე-10 დღე, დღეს სამოქალაქო აქტივისტები  საღამოს შვიდ საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, ფართომასშტაბიანი მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრება.

საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

მე-10 დღე — საღამოს შვიდ საათზე მოქალაქეები ისევ იკრიბებიან. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ფართომასშტაბიანი მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრება. კვლავაც ძალაში რჩება საპროტესტო გამოსვლების მთავარი მოთხოვნა — შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

«ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე იმიტომ, რომ სხვადასხვა ქალაქიდან, სოფლებიდან გვწერენ ადამიანები, რომ ამ დღეს შემოგვიერთდებიან და დღეს უნდა გამოჩნდეს რამდენი ადამიანია ქვეყანში გახარიას და ივანიშვილის რეჟიმის მომხრე. ჩვენ არსებული სამი მოთხოვნიდან ერთი დაგვრჩა შეუსრულებელი, ზუსტად გახარიას გადადგომა არის ის მთავარი მოთხოვნა, რის გამოც ვიკრიბებით დღეს, არ ჩერდება პროტესტი და მანამდე გაგრძელდება, სანამ ეს გაბრაზებული მოქალაქეები არ მიიღებენ იმას, იმ ლეგიტიმურ მოთხოვნას, რომელსაც უკვე 10 დღეა, ხმამაღლა, ძალიან გარკვევით და ძალიან არგუმენტირებულად იძახიან,» — განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

მომდევნო დღეებში ამინდი უარესდება

“ერთ საიდუმლოს გეტყვით…»-რას აცხადებს თაკო ჩარკვიანი?

roma sajaia

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს

დატოვე კომენტარი