ფაიზერმა შექმნა ახალი წამალი პექსლოვიდი, რომლის 5 დღის განმავლობაში მიღებისთანავე, კორონათი ინფიცირებული ადამიანი იკურნება

0
389

სანამ ქართული მედია გაავრცელებს, ექსკლუზიურად თქვენთვის, ჩემო მეგობრებო უახლესი და უკარგესი კოვიდ-სიახლე, რომელიც რამდენიმე საათის წინ ჰოლანდიაში ყველა არხით გავრცელდა.

ფაიზერმა შექმნა ახალი წამალი პექსლოვიდი, რომლის 5 დღის განმავლობაში (2-ჯერ დღეში) მიღებისთანავე, კორონათი ინფიცირებული ადამიანი იკურნება. ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის დაინფიცირებულებშიც კი წამალი 100-დან 89 ადამიანს ჰოსპიტალიზაციისგან და/ან ლეტალური შემთხვევებისგან დაიცავს. ამჟამად პექსლოვიდი ელოდება ევროპის წამლის სააგენტოს (ЕМА) ლიცენზიას. სავარაუდოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება მის მომხმარებლამდე მიღწევას. ფასიც შედარებით ხელმისაწვდომი იქნება (სავარაუდოდ 40 ევრო 1 კაპსულა),
გუშინ, ანუ ერთი დღით ადრე, სხვა ფარმაკომპანიამ (MSD) მიიღო ინგლისური ლიცენზია კიდევ ერთი ახალშექმნილი წამლის გამოყენებაზე, მისი დამცავუნარიანობა მხოლოდ 50% და გაცილებით მაღალი მაღალი ფასებითაც გამოირჩევა (1 კაფსულა დაახლ. 500 ევრო).
ევროპის ქვეყნების ამ სფეროს ავტორიტეტები ყველაფერს აკეთებენ წამლის ხელმისაწვდომობისთვის. თუმცა ვაქცინაცია სრული ტემპით მიმდინარეობს.
ხვალიდან ჰოლანდიაში რეგულაციები ისევ მკაცრდება, ისევ პირბადეები, დისტანცია და ვაქცინაციის დამადასტურებელი კოდი, რომელთა გარეშე თავშეყრის ადგილებში შეკრება შეუძლებელი იქნება.

Dali de Graaf

წყარო:  https://nos.nl/artikel/2404469-pfizer-coronapil-verkleint-kans-op-opname-kwetsbare-patient-met-89-procent?fbclid=IwAR3mxo0vJYGWAJC40ptimpBNwh1SD8ZJnvaWR7BarwK0_eLYb9jsbegT3_8

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ