განცხადებები

ფადი ასლის ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას

ცნობილი ბიზნესმენი, ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას.

«Open letter to the International Community…
ENGLISH DOWN
ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ შეტევების შესახებ

ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოების წევრებო,

მ.წ. 27 აგვისტოს ჩვენ პრესის საშუალებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვს, რომ ორი ქართველი ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, «სავარაუდო ფულის გათეთრების» საფუძველზე.

როგორც ალბათ მოგეხსენებათ, ხსენებული ბატონების წინააღმდეგ ეს ცილისმწამებლური კამპანია წარმართული და ორკესტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, იმ ოლიგარქის მიერ, რომელიც კულისებიდან მართავს საქართველოს და რომელმაც, წლების განმავლობაში, თავისი პირადი გარემოცვიდან დანიშნა მინისტრები და სხვა მაღალი სამთავრობო პირები; მან, ასევე, გენერალურ პროკურორად დანიშნა თავისი პირადი ადვოკატი. და ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება სერიოზულად კორუმპირებულია და იმყოფება მისი პირადი გავლენისა და ბრძანებების ქვეშ.

ბ-ნ ხაზარაძეს და ბ-ნ ჯაფარიძეს, ორივეს, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, უმწიკვლო რეპუტაცია გააჩნიათ. ისინი არიან საქართველოს საზოგადოების პატივცემული წევრები, და, გარდა რამდენიმე წარმატებული ბიზნესისა, რომლებსაც ისინი უძღვებიან, მათ დააფუძნეს თბს-ბანკი, საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე სხვა ქართულ კომპანიასთან ერთად ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის კვოტირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ისინი იმ იშვიათი ქართველი ბიზნესმენების რიგში არიან, რომლებიც ყოველთვის წარმართავდნენ საქმეს სრული გამჭვირვალობით და მიიჩნევიან, როგორც სამაგალითო პატიოსნების, ეთიკურობის და სამართლიანობის პირები.

თუ თქვენ ადევნებთ თვალყურს საქართველოს ამბებს, გეხსომებათ, რომ 2018 წლის ბოლოს ბ-მა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა ტელევიზიით, რომ მას პირადი პრობლემები ჰქონდა ბ-ნ ხაზარაძესთან. ამ განცხადებას რამდენიმე დღეში მოჰყვა კარგად ორგანიზებული და სინქრონიზებული შეტევა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბანკზე, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდნენ საფინანსო მონიტორინგის სამსახური, შემოსავლების სამსახური, ეროვნული ბანკი და პროკურატურა, და რომლებმაც, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თერტმეტი წლის შემდეგ, გადაწყვიტეს გამოეძიათ ერთი სპეციფიური ტრანზაქცია თითქოსდა ფულის გათეთრების საბაბით.

ბიძინა ივანიშვილის ეს უკანონო ძალისხმევა, მოეხდინა ხაზარაძის და ჯაფარიძის დისკრედიტირება, მიეყენებინა მათთვის და მათი ბიზნესებისთვის ზიანი და გაეკოტრებინა ისინი, როგორც ჩანს, უკავშირდება ანაკლიის პორტს, რომელსაც ისინი აშენებენ, და, რომელიც, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება ბ-ნ ივანიშვილის ინტერესებს და მის დღის წესრიგს.

ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადეს, რომ გეგმავდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, რომლის მიზანიც იქნებოდა საქართველოში კანონის უზენაესობის აღდგენა და კორუფციის მოსპობა, გენერალურმა პროკურატურამ ყადაღა დაადო მათ საბანკო ანგარიშებს საქართველოში.

მათი ანგარიშების დაყადაღებით საქართველოში და გაერთიანებულ სამეფოში, გენერალური პროკურორი მიზნად ისახავს, ფინანსურად დაასუსტოს ისინი, რათა მათ ვერ შეძლონ ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, მაგრამ კიდევ უფრო, რათა ვერ შეძლონ იმ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება, რომალმაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ივანიშვილის სახელმწიფო ინსტიტუტებზე უკანონო კონტროლს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა, რომლის თავმჯდომარეობის პატივი მაქვს საქართველოში უკვე თორმატი წელია, არის მსოფლიოში უმსხვილესი და უძველესი ბიზნეს ორგანიზაცია და ის საქმიანობს 130 ქვეყანაში; ჩვენი ორგანიზაციის უმთავრეს ღირებულებებს შორის არის კანონის უზენაესობა და ბიზნესის განჭვირვალობა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის დაქვემდებარებაშია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც ძალზედ აქტიურადაა ჩაბმული ბრძოლაში კორუფციის, გაყალბების, საავტორო უფლებების დარღვევის, ფულის გათეთრების და სხვა კომერციული დანაშაულებების წინააღმდეგ ჩვენი სფეციალური ოფისის მეშვეობით ლონდონში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერპოლთან და სხვა საერთაშორისო სამართალდამცავ სააგენტოებთან.

გასულ წლებში ჩვენ არაერთგზის გვინახავს, თუ როგორ ემსახურებოდა პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების შევიწროებით, მათზე ზეწოლით თუ მოტყუებით. ჩვენ სისტემატურად და დროულად ვაწვდიდით ამგვარ საქმეებს მედიას, ვასახელებდით იმ კომპანიებს, რომლებიც მსგავსი სქემების მსხვერპლნი ხდებოდნენ.

ჩვენ ასევე გვინახავს არაერთი ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი, რომლებსაც ავიწროებდნენ თუ აკოტრებდნენ, ზოგჯერ კი პირდაპირ იტაცებდნენ ივანიშვილის «ხელის ბიჭები»; ზოგს კი ციხეში ყრიდნენ სასამართლოები პროკურატურის მითითებით სამართლის იმიტაციის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ინტერესებს.

იმისათვის, რომ «შეინარჩუნოს სახე», პროკურატურა სდილობს გაამართლოს თავისი უკანონო ქმედებები ორი დაქირავებული საერთაშორისო «კონსულტანტის» «დასკვნებზე» დაყრდნობით, რომლებიც, დარწმუნებულები ვართ, სრულიად საპირისპირო აზრს გამოთქვამდნენ, რომ ყოფილიყვნენ ბრალდებულების მიერ დაქირავნებულნი.

საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა უზარმაზარი პოტენციალით. გულსატკენია, როდესაც ხედავ, თუ როგორ სწრაფად მიექანება იგი უკან, ჰკარგავს წამყვან პოზიციებს, როგორც წარმატებული მართვისა და ეკონომიკური განვითარების მაგალითი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ არსებული მართვის მაფიური სტილი დასრულდება და კანონი ისევ უზენაესი იქნება, რათა ქვეყანამ ისევ განაგრძოს წინსვლა სწორი მიმართულებით.

პატივისცემით,

ფადი ასლი

თავმჯდომარე, Channel Georgia Consulting
თავმჯდომარე, ICC-Georgia

Dear members of the International Community,

We have learned from the press on August 27, that the Prosecutor General of Georgia had sent a letter to the UK Authorities requesting them to freeze the bank accounts of two Georgian businessmen, Mamuka Khazaradze and Badri Japaridze on the ground of “alleged money laundering”.

As you are probably aware, this slanderous and libelous campaign organized against the above two mentioned gentlemen is sponsored and orchestrated by Bidzina Ivanishvili, the oligarch who runs Georgia from the shadows, and who over the years has appointed his personal staff as ministers and at other high positions in the government; he also appointed his personal lawyer as Prosecutor General, in a country in which the Judiciary is overwhelmingly corrupted and under his direct influence and orders.

Mr. Khazaradze and Mr. Japaridze enjoy an immaculate reputation both in Georgia and internationally; they are highly respected members of the Georgian community, and in addition to the several successful businesses that they run, they are the founders of TBC Bank, the largest financial institution in the country and one of the few Georgian companies listed on the London Stock Exchange.

As a matter of fact they are among the very few businesspeople in Georgia who have always handled their businesses in full transparency and who are considered to be a role model of integrity, ethics and honesty.

Those of you who follow the Georgian news will surely remember that late 2018, Mr. Ivanishvili had stated publicly on television that he had personal issues with Mr. Khazaradze; this statement was followed a few days later by a well-organized and synchronized government attack on Messrs Khazaradze and Japaridze’s bank, with the simultaneous participation of the Financial Monitoring Service, the Revenue Service, the National Bank and the Prosecutor Office, who out of the blue and eleven years later decided all of a sudden to investigate one transaction for alleged money laundering.

The unlawful efforts of Bidzina Ivanishvili to discredit, harm and bankrupt Messrs. Khazaradze and Japaridze and their various businesses, relate to the Anaklia Port Development that they are in the process of building and that seems to conflict with the interests and agenda of Mr. Ivanishvili.

In addition to that, the Prosecutor General has seized their personal accounts in Georgia a few days ago, following a public announcement that they had made regarding the launching of a new public movement to restore the rule of law in the country and to put an end to corruption.

The aim of the Prosecutor General in seizing Messrs. Khazaradze and Japaridze’s accounts in Georgia and in the UK, is to cripple them financially so they would fail to complete the construction of the Port of Anaklia, but more importantly to stop them from creating their public movement that could seriously jeopardize Mr. Ivanishvili’s unlawful control over the state institutions.

The International Chamber of Commerce that I have the honor to chair in Georgia since twelve years, is the largest and oldest business organization in the world and is active in 130 countries; among the core values of our organization are rule of law, and business transparency.

ICC runs one of the leading international courts of arbitration in the world, and is very actively involved in fighting corruption, piracy, counterfeiting, money laundering and other commercial crimes through our special offices in London that work closely with Interpol and other international law enforcement agencies.

We have seen numerous times over the past few years the Prosecutor Office and the Georgian Courts serve Bidzina Ivanishvili’s interests by harassing, pressuring or defrauding local and international companies; we had systematically brought this subject to the media in a timely manner, and have named scores of companies that were victims of such schemes.

We have seen as well many businesspeople and politicians being harassed, bankrupted, literally kidnapped by Mr. Ivanishvili’s thugs, while some others were thrown in jail by the Courts on orders from the Prosecutor, after a travesty of justice, for just impinging somehow on Bidzina Ivanishvili’s business or political interests.

In a desperate attempt to save face, the Prosecutor Office is trying now to legitimize its unlawful actions against the TBC founders, by using the “findings” of two hired international“consultants”, whom we believe would give a different opinion would they have been hired instead by the defendants.

Georgia is an amazing country with great potential; it hurts a lot to see it sliding backward so quickly, losing its leading position in the region and globally as a role model of good governance and economic development.
All that we can hope is for this current mafia style of governance to be terminated by some kind of miracle, and for the rule of law to prevail so the country can move forward again in the right direction.

Yours sincerely,
Fady Asly
Chairman, Channel Georgia Consulting
Chairman, ICC-Georgia» — წერს ფადი ასლი.

წყარო

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«პუტინმა დაუბღვიროს ერთი საქართველოს ჩააბარებს ალბათ»-თაკო ჩარკვიანი ხაზარაძეზე

“ბიძინამ მე იმდენი ტყუილები მალაპარაკა…მართლა დავიჯერე, რომ უფასო ფული იქნებოდა»-გუბაზ სანიკიძე

Joni Kvaracxelia

პირადობის მოწმობა უფასოდ, ბიომეტრიული პასპორტი ნახევარ ფასად-სასიამოვნო სიახლე

roma sajaia

დატოვე კომენტარი