სოცქსელი

«უხასიათოდ მომეჩვენა და ვუთხარი კიდეც…»-ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

«ეს ფოტო ერთი წლის წინ, კიევში გადავუღე. ამ ჩასვლაზე განსაკუთრებით უხასიათოდ მომეჩვენა და ვუთხარი კიდეც, მგონი დეპრესიაში ხართთქო, არ მიპასუხა.
მე არ ვიცი საბოლოოდ ვისი სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნება იყო, ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ საკუთარ თავთან გასწორდა.
მითების დანგრევის მიღმა, ადამიანური ბუმერნგები უფრო საჭიროა ხშირად, რომ ფსკერს ხელი დავადოთ და შემდეგ ისევ ამოვყვინთოთ. დარწმუნებული ვარ, მიშა ახლა უკვე ამოყვინთავს.
ადამიანური იმედგაცრუებების და ძალიან დიდი რისკების მიღმა (საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე) საკუთარი შეხედულებების გადაფასების შანსიც ახლა მისცა ცხოვრებამ და მე ვიტყოდი რომ 2003 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს.
ვუსურვებ ჯანმრთელობას და ხალხის სიყვარულს, (რაც სინამდვილეში ყველაზე მეტად კვებავს) დანარჩენს თვითონ მიხედავს. სულ რომ მარტო დარჩეს.
დაბადების დღეს გილოცავ მიშა.
ძალიან მინდა გაიმარჯვო.»-წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი

Loading…

მსგავსი პოსტები

«შენი შვილები ჰაერს სუნთქავენ,ჩემი უსულოდ მიწის ქვეშ ლპება. შეუთანხმდი სასტავს????»-ზაზა სარალიძე სუბელიანს

Joni Kvaracxelia

«ეს ამდენი პატრიოტი გრუზინი რომ ამ ლგბტ-ებს დასდევს ჩოხიან-ომახიანად…სად იყვნენ საყდრისში?»-ცოტნე გამსახურდია

«რა არ მინახავს, ვის არ მოვსწრებივარ, ასეთი რაც დღეს ხდება, არაფერი გამიგია»

დატოვე კომენტარი