განცხადება/მიმართვა

“უწმინდესის მიმართ მე, პირადად, მის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი”-მეუფე პეტრე

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე, მღვდელმთავრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის დეტალები გაიხსენა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ.

“უწმინდესის მიმართ მე, პირადად, მის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი იმიტომ, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, მარხვის დაწყებამდე მღვდელმთავართა ჯგუფი ეახლა პატრიარქს, ამ თემაზე ისაუბრეს და უწმინდესმა დაავალა, რომ მათ დაეწერათ, მოემზადებინათ წერილი საშუამდგომლო პრეზიდენტის მიმართ, ანუ წერილის დაწერა იყო დავალებული და მერე რა გახდა და ორი თვის განმავლობაში რით ვერ დაიწერა, რატომ არ დაიწერა ეს წერილი, ბუნებრივია, ამაზე უნდა გასცეს ისევ ამ ჯგუფმა პასუხი. მე ვაპირებ მამაოს მონახულებას, ამასწინათ სატელეფონო საუბარი გვქონდა, საპყრობილიდან დამირეკა და მინდა, რომ მოვინახულო, გავესაუბრო,” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“მოსამართლემ 1000 ლარიანი გირაო შემიფარდა”-დავით ქაცარავა

“იმედია დავით ბაქრაძე დააფიქსირებს თავის პოზიციას თუ რატომ არ არის დელეგაციაში მთავარი ოპოზიციური პარტია”-ნიკა მელია

Joni Kvaracxelia

“ეხლა არ არის კრიტიკის დრო…ერთიანი ძალებით ამ ვირუსს აუცილებლად დავამარცხებთ”-გიორგი ვაშაძე

დატოვე კომენტარი