განცხადება/მიმართვა

უცხოელებისთვის ჯარიმები იზრდება-მდინარაძის განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იზრდება ჯარიმები უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს.
საპარლამენტო უმრავლესობამ წარმოადგინა ახალი საკანონმდებლო პაკეტი საერთაშორისო დაცვის შესახებ. ინიციატივა ითვალისწინებს:

ჯარიმების ზრდას უცხოელებისთვის, რომლებიც არღვევენ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის წესებს

გაძევების პროცედურის გამარტივებას

საქართველოში შემოსვლის აკრძალვას უცხოელებისთვის, რომლებიც დაარღვევენ კანონმდებლობას

ამასთან, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში ემატება შესაბამისი ახალი ზომები, რაც მოიცავს გაძევებას და შესვლის აკრძალვას

მამუკა მდინარაძის თქმით, ინიციატივა განპირობებულია ბოლო დროს არსებულ საზოგადოებრივ წუხილზე არალეგალურად მყოფი უცხოელების ფონზე.

«პირველი არის საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული კადრებიდან თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან აწუხებს. ჩვენ ამ გამოწვევების ადეკვატურად, გვინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს – სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ასევე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. იზრდება მნიშვნელოვნად ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“, – განაცხადა  მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

რატომ მიდის პოლიტიკიდან დავით ზურაბიშვილი?

Joni Kvaracxelia

«ქაჯი ხარ ბიძინა…შენ თვითონ ხარ კურდღელი და ყველა კურდღელი გგონია»-გუბაზ სანიკიძე

«ეს ახლად განქოცებული ქალბატონი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ»-ოთო კახიძე ჩარკვიანს

დატოვე კომენტარი