ტურისტები სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს მხოლოდ ღირსშესანიშნაობებითა და ისტორიული ძეგლებით არ ინტერესდებიან. მათი ინტერესის საგანს ხშირად წარმოადგენს ისეთი კერძები, რომელთა მხოლოდ შეხედვაც კი ზიზღს მოგგვრის.
- სისხლის სუფი
ამ კერძის მომზადების წესი სხვა სუფებთან შედარებით ბევრად განსხვავებულია. მასში შემავალისისხლი არ იხარშება. ძირითადად გამოიყენებენ იხვის ან ბატის სისხლს. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნული კერძი იკრძალება.
2. ტუნეცის თვალი
ამ კულინარიული საოცრების დაგემოვნება მხოლოდ იაპონიაშია შესაძლებელი. თუ მის გასინჯვას გადაწყვეტთ გირჩევთ დაგემოვნების გარეშე, პირდაპირ გადაყლაპოთ. ტუნეცის თვალი ბევრ სასარგებლო ცილებს შეიცავს , რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებას წარმოადგენს.
3. შხამიანი ჭიანჭველის კვერცხები
ეს კენძი მოშუშულ მდგომარეობაში მზადდება და როგორც წესი გემოვნური თვისებებით კონკურენტი არ ჰყავს.