განცხადებებიპოლიტიკა

უჩვეულოდ გულწრფელი კანცლერი

კანცლერმა დეპუტატის, ენტონ ჰოფრეიტერის (ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,  მმართველი ბლოკის წევრი მწვანეთა პარტიიდან) მოლოდინი გაამართლა, რომელმაც განაცხადა, რომ: «უახლესი საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოში მმართველი პარტია კვლავ დებს ფსონს დაშინებასა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციაზე».  ირაკლი კობახიძესთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის ზოგადად უჩვეულოდ მკაცრი და გულწრფელი იყო.

გაიხსენა რა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კურსზე, შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი ნამდვილად იმედოვნებს, რომ თბილისი არ შეეცდება კიდევ ერთხელ მიიღოს გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც დღის წესრიგიდან გასულ წელს მოიხსნა. „მაგრამ ახლა არის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იმავე მიმართულებით. ჩვენი კრიტიკა უცვლელი რჩება, როგორც წინა ჯერზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღება“, — განაცხადა კანცლერმა, „მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონები არ არის საჭირო».

ირაკლი კობახიძე ვალში არ დარჩენილა. თითქმის უნაკლო გერმანულ ენაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან, ისევე როგორც სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც გერმანიაში სწავლობდნენ, ისწავლა, რომ „დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და სახელმწიფო სუვერენიტეტი არის უმაღლესი პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. განსაკუთრებული ყურადღებით“. კანონპროექტი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მისი თქმით, სრულად შეესაბამება „ყველა სამართლებრივ პრინციპს და ადამიანის უფლებებს“ და მეტიც, „ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ევროკომისიამაც“.

ირაკლი კობახიძე ამით არ გაჩერებულა. „არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი ფინანსისტების დავალებით, ახორციელებენ მიზანს, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ განვითარებაზე საქართველოში“, – განაცხადა მან, „2020 წლიდან მათ ორჯერ სცადეს ხელისუფლების შეცვლა არა საპარლამენტო არჩევნების, არამედ ქუჩის გზით. პროტესტით“.

მისი თქმით, „რადიკალური და პოლარიზებული ორგანიზაციები“ მრავალი წელია უცხოეთიდან ფინანსდებიან. კობახიძემ დასძინა, რომ ჩვეული გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსების პრაქტიკა. „ფუნქციონირებულ დემოკრატიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა“, — დაასკვნა პრემიერ-მინისტრმა, „სხვათა შორის, ეს გერმანიაში ვისწავლე.

„ევროკავშირში ასეთი წესები არ არსებობს“, — განაცხადა კანცლერმა დამატებით შეკითხვებზე პასუხის დროს: „არსებობს დისკუსიები გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ ეს არის სრულიად განსხვავებული კონცეფცია, ვიდრე ის რაზეც მიდის საუბარი.მსგავსი რამ მოხდა უნგრეთში, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ გააუქმა ეს წესი“.

წყარო: DW.com

მსგავსი პოსტები

გაფრთხილება ამინდის შესახებ

roma sajaia

«დიდი მადლობა პოლიციელებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ , შეგვიმსიბუქონ მდგომარეობა»-მარიამ გეგუჩაძე სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს

ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე პოსტს ავრცელებს

დატოვე კომენტარი