საქართველოში დაბადებული უჩა კვარაცხელია, თითქმის უკრაინაში გაიზარდა რატომაც ის მის მეორე სამშობლოდ მოიხსენიებს.
ომის დაწყებამდე, უჩა კიევის კულტურის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად – სპორტით იყო დაკავებული. მისი მშობლები კი – მცირე ბიზნესით, მაგრამ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის მილიონობით მცხოვრების მსგავსად, წალენჯიხელი კვარაცხელიების გეგმებიც თავდაყირა დააყენეს – ოჯახმა მცირე ბიზნესი მიატოვა, 19 წლის უჩა კი ომში წავიდა და ახლა „აზოვის ბატალიონთან“ ერთად იბრძვის.
დღეს 19 წლის წალენჯიხელი, ჯგალელი უჩა კვარაცხელია ნამდვილი მეომარი და გმირია, გმირი, რომელიც იქ, უკრაინაში, უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობასთან ერთად, საკუთარი სამშობლოს თავისუფლებსა და დამოუკიდებლობასაც იცავს!
მადლობა უჩა შენ და შენნაირ ყველა ქართველს, ვინც საქართველოსთვისაც დღეს უკრაინაში იბრძვის და გვასახელებს.
დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
უჩა კვარაცხელია, 19 წლის წალენჯიხელი “აზოვის” ბატალიონში იბრძვის
Loading…
