ზუგდიდის ქუჩებსა და ზუგდიდის სოფლებში სააკაშვილ-რულოვსის საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.
,,უღირსი პრეზიდენტი, კავკასიელი ზვიად ჰუსეინი და დიქტატორი, როგორ მოიხსენიებს სააკაშვილი გამსახურდიას, შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?!”, – ამ შინაარსის პლაკატებით აჭრელდა ზუგდიდის ქუჩები.
მსგავსი პლაკატების გავრცელებას ზუგდიდში საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდა და აცხადებენ რომ ამგვარი ქმედებები წინასაარჩევნოდ მიუღებელია.

Loading…
