უფლებადამცველმა უკრაინის ომისთვის რუსეთის რკინიგზის თანამშრომლების «დავერბოვკებაზე» ისაუბრა

0
75

რუსეთის რკინიგზამ, ფრონტზე 10 000 თანამშრომელი უნდა გაგზავნოს. ეს კვოტა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დააწესა. ნათქვამოა დოკუმენტში, რომელიც ადვოკატმა ალექსეი ტაბალოვმა მიიღო აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის წარმომადგენლებისგან. ტექსტში ხაზგასმულია, რომ მსგავსი მოთხოვნა რუსეთის სხვა მსხვილმა საწარმოებმაც მიიღეს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ არსებობს ორი სახის ხელშეკრულება. პირველი ნიშნავს ფრონტის ხაზზე გაგზავნას, მეორე — ქვეყნის ეგრეთ წოდებულ საბრძოლო არმიის რეზერვში, რომლის დროსაც რეზერვისტები იცავენ ობიექტებს და მონაწილეობენ ტექნიკის გადასროლაში. რომელიმე მათგანის შეთანხმებისას, რუსეთის რკინიგზა უზრუნველყოფს ანაზღაურებად შვებულებას და ანაზღაურებას 200 ათასი რუბლის ოდენობით. იმავე თანხას იხდის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.

წყარო: https://vot-tak.tv/novosti/03-09-2022-verbovka-v-rzhd/?fbclid=IwAR1aeQKz_Bt5DjS7qp9lIgupoXnxHDtu1gzjiJNamyPfpoHOWi39TnNQuho

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ