განცხადება/მიმართვა

«უფალს ებარებოდეთ ქმრებზე ამხედრებულო დედაკაცებო!!! ”

«პატრიოტთა ალიანსის» ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი, «ოცნების» დეპუტატ სოფო კილაძის ინიციატივას ბავშვის უფლებათა კოდექსში ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა,  ემზარ კვიციანის ციტატას «ტაბულა» ავრცელებს:

“იქნებ მშობელი არ ჰყავს, რომ აუხსნას! ქალბატონო, ბუნების წინააღმდეგ რატომ ცდილობთ წახვიდეთ? უფალმა რაც დააწესა იმას რატომ უპირისპირდებით?! კაცისა და ქალის ცხოვრებაში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, თანამიმდევრობით უნდა განვითარდეს, რომ ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდეს, თქვენ რა გინდათ, მოვლენებს გაასწროთ?! მოვლენების გასწრებას არაფერი დადებითი არ მოჰყვება! რატომ აქვს ადამიანს თავი, 1 წლიდან 12 წლამდე ყველაზე მაგარი, ანუ დაცული ტრავმისაგან?! იმიტომ, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი წაქცევა. 14 წელი ის ასაკია მამრისთვისაც და დიაცისთვისაც, მომწიფების პერიოდი, რომ ჰქვია, თუ მათ ნაადრევი ინფორმაცია არა აქვთ მიღებული, რასაც დღეს უცხოეთიდან ცდილობენ მოგვახვიონ თავს (ინტერნეტის საშუალებით პორნო რეკლამები) დააკვირდით, რაც უფრო ჩქარობთ წახვიდეთ წინ, მით უფრო უკან მივდივართ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით! შეჩერდით! ნუ ეწინააღმდეგებით უფლის წესებს! მისი პასუხი მტკივნეულია და კიდევ უფრო გამკაცრდება,თუ გონს არ მოეგეთ!!! უფალს ებარებოდეთ ქმრებზე ამხედრებულო დედაკაცებო!!! ”- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

გია ხარჩილავას პასუხი TV იმედს

«საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას»-სალომე ზურაბიშვილის პასუხი რუსეთის წარმომადგენელს

«სააკაშვილმა პუტინს გაუკეთა საზღვრები»-ტრისტან წითელაშვილი(ვიდეო)

დატოვე კომენტარი