covid-19

უნივერსიტეტებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

სკოლებისგან განსხვავებით უნივერსიტეტებში პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც იგი განმარტავს, სტუდენტებმა უნივერსიტეტებში თავშეყრის ადგილებისგან თავი უნდა შეიკავონ.
„ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი. უნივერსიტეტების რეკომენდაციების პაკეტი მსგავსია იმის, რაც სკოლებისთვის მომზადდა, თუმცა მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ უნივერსიტეტებში ყველასთვის არის ნიღბის ტარების მოთხოვნა. რეკომენდაციებშია ასევე, ფიზიკური დისტანცირების დაცვა, ხელის დეზინფექცია და რა თქმა უნდა, ის, რომ უნდა მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს უნივერსიტეტების სივრცეებში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პანდემიის მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება – ანგელა მერკელი

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

roma sajaia

რა ხდება ბოლნისსა და მარნეულში ამ წუთებში (ვიდეო)

დატოვე კომენტარი