გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების გარდა სხვა გზა არ არსებობს.
„ზოგადად, მგონია, რომ შეთანხმების იქით გზა არ არსებობს, უბრალოდ, როდის მიხვდებიან ამას მხარეები, ეს არის კითხვა. ჯერჯერობით მიხვედრილებს არ ჰგვანან. შესაბამისად, არ ვიცი, როდის მოხდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რაღაც შეთანხმება უნდა შედგეს, აბა, მართლა ომს ხომ არ დავიწყებთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და „გირჩის“ მოთხოვნას ბუნებრივი ბარიერით სრულად პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ხვიჩია ამბობს, რომ ამ მიმართულებით შეთანხმება არ არის მიღწეული.
„მზად რომ ყოფილიყვნენ ამისთვის, ახლა ხომ პარლამენტში ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, ვსაუბრობთ, საუბრის დროს ერთამენთს შეურაცხყოფას არ ვაყენებთ და ერთმანეთის შინაარსს ვიგებთ, ვინ რას ამბობს, უბრალოდ, ვერ ვთანხმდებით ფიზიკურად. კი, ველაპარაკებით, მაგრამ ვერ ვთანხმდებით, მე მგონია, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია პოლიტიკაში.
ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა გვინდა და რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ, პრობლემაა ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ჩვენთვის პარლამენტის გაკეთება, იქ რომ შევიდეთ. რასაც ისინი პარლამენტს ეძახიან, რაღაცნაირი ჯადოსნური ადგილია, რომ შეხვალ, შენი რეპუტაცია ინგრევა, ამიტომ ვცდილობდით, გამოსავალი გვეპოვა, თორემ ის კი არა, რომ ჩვენ შესვლა არ გვინდა და დესტრუქტორები ვართ ამ პროცესში, არა, ჩვენ გვინდა, იყოს პარლამენტი, რომ შევიდეთ, რაც ვერ უზრუნველყო „ქართულმა ოცნებამ-განაცხდა ხვიჩიამ