“უნდა განკურნებულიყო 120 ათასი ადამიანი და განიკურნა მხოლოდ 60 ათასი”-რომან გოცირიძე

0
160

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

“კვლავ აგრძელებს ხელისუფლება იმის მტკიცებას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა თითქოს წარმატებით ხორციელდება. ელიმინაცია აღმოფხვრას ნიშნავს. რომელ აღმოფხვრაზეა საუბარი, როცა ამ დროისათვის უნდა განკურნებულიყო 120 ათასი ადამიანი და განიკურნა მხოლოდ 60 ათასი. დემაგოგიური არგუმენტი მოჰყავთ-ეს ხალხი რომ განიკურნა, ხომ კარგიაო. კი კარგია, 6 ათასიც რომ განკურნებულიყო, ისიც კარგია, მაგრამ ამ უნიკალური, მრავალმილიარდიანი, გარემოებათა დამთხვევის გამო ღვთისაგან ნაჩუქარი პროგრამის მიზანი სულ სხვა იყო. ამ საოცარ შანსს უნდოდა უკეთ გამოყენება.

კიდევ კარგი, რომ დონორების მიერ გრძელდება ეს პროგრამა და თავდაპირველი გეგმის მიღწევა დაშვებული შეცდომებისა და თავმოუბმელობის გამო ალბათ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში თუ იქნება შესაძლებელი.

არავითარი სინანული, მხოლოდ დემაგოგიური თავისმართლება-რა პრობლემაა, წამალი ხომ არ დაგვაკლდა, ზედმეტი დაგვრჩაო, ანუ 500 მილიონი ლარის მედიკამენტები რომ გაგვიფუჭდა, რატომ დარდობთ, მუქთა იყოო”

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ