სხვადასხვა

უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უნგრეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ შორის, შეეხება ავსტრიიდან უნგრეთის მიმართულებით მიმოსვლის წესებს!
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა:

• იტალიიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და ირანიდან მომავალ მგზავრებზე დაწესდა აკრძალვა უნგრეთში შემოსვლაზე. ეს აკრძალვა არ შეეხება აღნიშნული ქვეყნებიდან მომავალ უნგრეთის მოქალაქეებს;
• ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან მომავალი უნგრეთის მოქალაქეები დაექვემდებარებიან ოფიციალურ ორკვირიან კარანტინს სახლის პირობებში — კარანტინის დარღვევის შემთხვევაში მათ დაეკისრებათ სასჯელი;
• 11 მარტის შუაღამიდან შეჩერდება თვითმფრინავების, ავტობუსებისა და მატარებლების მოძრაობა ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან უნგრეთის მიმართულებით;
• უნგრეთის საზღვრებზე სლოვენიასთან და ავსტრიასთან აღდგება სასაზღვრო კონტროლი;
• 12 მარტიდან დაიხურება უმაღლესი სასწავლებლები — უნივერსიტეტები გადადიან დისტანციურ სასწავლო პროცესზე;
• სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება (საჭიროების შემთხვევაში განხილულ იქნება მათი დახურვა);
• სამთავრობო და საჯარო დაწესებულებები მუშაობენ შეუფერხებლად;
• იკრძალება დახურულ სივრცეში 100-ზე მეტ ადამიანზე გათვლილი ღონისძიებების ჩატარება;
• იკრძალება ღია სივრცეში 500-ზე მეტ ადამიანზე გათვლილი ღონისძიებების ჩატარება;
• დახურულია თეატრები და კინო-დარბაზები;
• ზემოაღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ფაბრიკა-ქარხნებსა და სავაჭრო ცენტრებზე.

აკრძალვები დაწესებულ იქნა განუსაზღვრელი ვადით.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

(+18 ვიდეო!) აღმზრდელი პედაგოგი ბავშვს აწამებს!

Joni Kvaracxelia

მსოფლიოს 27-ე ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

კრიზისების სამიტი 2021

დატოვე კომენტარი