განცხადება/მიმართვაომი მსოფლიოში

უნგრეთს კარებისკენ მიუთითეს: ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც არ არის მზად ევროკავშირის სოლიდარობისა და ურთიერთნდობის გასაზიარებლად, უნდა დატოვოს კავშირი

პრანკევიჩიუსმა უნგრეთს უსურვა, რომ ის არასოდეს დამდგარიყოს ომის პირისპირ და არ აღმოჩენილიყოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა კიევი იმყოფება.
უნგრეთის ღირებულებები არ ემთხვევა ევროკავშირის სხვა წევრების ღირებულებებს, განაცხადა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა კავშირში, არნოლდას პრანკევიჩიუსმა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მან მიანიშნა, რომ ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს. მართალია, პოლიტიკოსმა პირდაპირ არ დაასახელა არც უნგრეთი და არც პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი.

თუმცა, მან მოიხსენია „ერთ-ერთი ლიდერი“, რომელმაც დაბლოკა უკრაინის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება, რითაც მოგვიანებით დაიტრაბახა კიდეც Twitter-ზე. პრანკევიჩიუსი თვლის, რომ თუ ქვეყანა არ არის მზად, სოლიდარობა და ნდობა გაიზიაროს სხვა პარტნიორებთან ერთად, მაშინ მან უნდა დატოვოს ევროკავშირი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს აქვს გეგმა „B“, უნგრეთის ვეტოს შემთხვევაში უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. მას შეუძლება სთხოვოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, შეიმუშაონ საკუთარი მხარდაჭერის პაკეტი კიევისთვის.

მსგავსი პოსტები

«ჩნდება ეჭვი, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება, პროკურატურა, შსს, იყო მართალი»-კობახიძე

Joni Kvaracxelia

«საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული»-გიორგი გახარია

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი