«მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ აგვართვეს არხი»-ასე წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი, თედო ისაკაძე:
„რ2-ის, როგორც ანტიმედიის ფლაგმანის ჩამოყალიბებაში ამ «ტროიკას» მიუძღვის «ღვაწლი» — კიწმარიშვილი, დვალი, აქიმიძე.
«ტვინების გამორეცხვის», სიცრუის მეთოდოლოგიური ტირაჟირების, შავი პიარის, მედიაბულინგის და ყველა სხვა ევროპული ყვითელი მედიისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მედია სახედ იქცა, ამ «დამფუძნებლელი მამების» დამსახურებაა.
მეტიც, სხვისი ქონების თაღლითურად «ახევის» პრაქტიკას ამ ვაჟბატონებმა დაუდეს საფუძველი. პიონერები იყვნენ.
აქ არ ვაპირებ 25 წლის წინანდელი ისტორიის მოყოლას. ყურადღებას მხოლოდ მორალურ ნაწილზე გავამახვილებ:
ამ არარაობებმა, მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ აგვართვეს (ტექნოლოგიებზე მერე, უფრო ვრცლად) არხი სადაც ქ. რუსთავიდან სათანამშრომლოდ გადმოვიპატიჟეთ, კლასელობის, კურსელობის და ნათლიმირონის ხათრით.
ამ ისტორიის შემდეგ ამაზრზენია ამათი საუბარი რაიმე სამართლიანობაზე, სინდისზე და ნამუსზე !!!
ესენი მენტალობით ნაცები და (ტოლობის ნიშნით) ყველაფრის მკადრებლები არიან.
P. S. ფბ ფრენდებიდან, ვინც ეს ისტორია იცის და მაინც ამ მოდგმას გულშემატკივრობს, ნებაყოფლობით განმიფრენდდით სანამ შემიმკიხართ საკადრისი ეპითეტებით, ვინც არ იცის-გაერკვიეთ და მერე გამოიდეთ ამათთვის თავი!», — წერს თედო ისაკაძე.