covid-19განცხადებები

უმჯობესი იქნება თუ კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ ლოქდაუნს-თენგიზ ცერცვაძე

ყოველდღე მსოფლიოში მყარდება ახალი შემთხვევების ახალი რეკორდები. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვმა 600 000-ს პირველად გადააჭარბა. ასევე მყარდება სიკვდილობის რეკორდები, ევროპის, აშშ-ის ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან და იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში ამ სიტუაციისთვის, ანუ შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი ლოკდაუნის გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

კიბატონო, ძალიან კარგი, საქართველომ უარი თქვა ლოკდაუნზე, გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი და ყველაფერი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. ლოკდაუნით ეს შედარებით იოლად გადაწყდებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა სრული ლოკდაუნი, და 4 000-მდე დაიყვანა შემთხვევები. მართალია, 4 000 ცოტა არ არის, მაგრამ მაინც სად 27 000 და სად 4 000. საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, ლოკდაუნის არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს, თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო»-მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

«უბრალოდ შოკისმომგვრელი ამბავია…»-რამ გააოგნა ნიკა გვარამია?

roma sajaia

«მირჩევნია ვიყო ჩარეცხილი, ვიდრე ნამუსგარეცხილი»-ნინელი ჭანკვეტაძე

დატოვე კომენტარი