«ევროპა ჩვენი სახლია» გელათის სამონასტრო კომპლექსის ახალ ფოტოებს აქვეყნებს:
«სამწუხაროდ, ამ დრომდე არ სახელდება მიზეზი, რის გამო გადაწყდა საკურთხევლის აბსიდის დროებითი გადახურვის მოხსნა ახალი კონსტრუქციის მოწყობამდე.
❗️ეს ის ადგილია, რომლის კონქში არის წყლის ჩასვლის გამო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა.
❗️ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოები 15 აგვისტომდეა დაგეგმილი, შესაბამისად, მისი გადახურვის გარეშე დატოვება ამინდის გაუარესების შემთხვევაში განუსაზღვრელი რისკია.
⭕️სახურავზე, კრამიტში განთავსებულია მინის სარკმელი, რომლის მონტაჟის დრო უცნობია, მნიშვნელოვანია მისი დანიშნულების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
⭕️გაუგებარი რჩევა პროექტის არ გასაჯაროების მიზეზი.
უამრავი თხოვნის მიუხედავად, სამუშაოები დახურული პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.
✅️აღსანიშნავია, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, დღევანდელი მდგომარეობით მონასტრამდე გადაადგილება თავისუფალია.
იმედია, სოფლის დაკეტვით დაწესებული აუხსნელი და გაუგებარი რეჟიმი მომავალში აღარ იმოქმედებს», — აღნიშნულია»ევროპა ჩვენი სახლიას» მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.