უმრავლესობის ლიდერების კომენტარები ივანიშვილის ინტერვიუზე

0
232

დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა. თავდაცვის მინისტრმა ნაციონალურ მოძრაობას ექსტრემისტული ძალა უწოდა: “როგორც მთავრობის წევრმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა დღევანდელი ვითარება შემიძლია შევაფასო ასე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას, გარდა ოკუპაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირისა, უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, ერთ-ერთი მთავარი, აქტუალური გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას წინ უდგას, ეს საფრთხე მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან. რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი.

დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხისშემცველი რადიკალური ძალის მხრიდან” – განაცხადა თავადაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა
დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები საყვედურობენ მათ იმ ლოალურობისთვის რასაც ისინი იჩენენ ოპოზიციის მიმართ: “ქვეყანა, სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქციაა ახალი ევროპული დემოკრატიისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანებთან ერთად დგომა, რომლებიც კასრების ჩანაწერების ავტორები არიან, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღმოვაჩინეთ, ძალიან უხერხულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან. ეს ერთი და მეორე თემა – ჩვენი მომხრეებისგან საყვედურს ვიღებთ, რომ სწორედ ეს კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, გაცილებით მკაცრები უნდა ვყოფილიყავით. ესეც არის საგულისხმო, თუმცა მე მაინც იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს, რაზეც თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ამასწინათ” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ