დეპუტატი რომან გოცირიძე პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას ეხმაურება. ინიციატივის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა დაბრუნდეს.
«თუ ოპოზიციას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა, ამისთვის საჭიროა არჩევნების არა მხოლოდ მოგება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება. თუ ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების თავი აქვს, მაშინ აშენებულა ქვეყანა და ეს არის. ჩვენ რეალისტური გეგმები უნდა დავისახოთ – კონსტიტუციაში ცვლილებას იმ რაოდენობის ხმები სჭირდება, რაც ოპოზიციას არც ახლა აქვს და, დიდი ალბათობით, არც მომავალში ექნება. ოპოზიციის სამომავლო მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება უნდა იყოს. საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც „ქართული ოცნება“ მოვა და ვერც ოპოზიცია»-განაცხადა გოცირიძემ.