მეუფე პეტრე 20 ივნისის სისხლიან ღამეს აფხაზეთის მოვლენებს და 9 აპრილს ადარებს.
მეუფე პეტრე დღეს დაანონსებულ აქციას შეურთდება.
«საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა სპეცდანიშნულების სამსახურებმა, ფაქტიურად, შეასრულეს დავალება საქართველოს ერის, ქართული სულის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ხელი აღმართეს და სისხლი დაღვარეს, ყველაზე ჯანსაღი ერის, ყველაზე მართალი, ღირსეული და მებრძოლი სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც არანაირად არ იყვნენ პოლიტიზირებული და ეს ჩანს და რაც ეკუთვნოდნენ არც ერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას. მე მიმაჩნია, რომ როგორც აფხაზეთის ომში ერთ-ერთი მიზანი ამ უბედურებისა იყო ქართველი მებრძოლი სულის, ახალგაზრდა თაობათა მოსპობა და გენოციდი და, ნაწილობრივ, ამას მიაღწია მტერმა. და ხშირი შემთხვევები მქონდა ასევე როდესაც ზურგიდან აფხაზეთში, ქართველების ზურგიდან იყვნენ დაჭრილი და მოკვდინებული. ასევე მაშინ როდესაც, ფაქტიურად, აქცია დაიშალა და ქუჩაში დასდევდნენ ამ ახალგაზრდებს ეს იყო უკვე არა პროტესტის, არამედ ქართული ახალგაზრდა სულისკვეთების წინააღმდეგ მიმართული დამოკიდებულება,
«ვინაიდან გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწყემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერისთვის და ერის შვილების გადასარჩენად, ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი. მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში. ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება. უმოწყალო დამოკიდებულება და სისხლისღვრა ქართველი ახალგაზრდების მიმართ, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგეთ შუაში და ჩვენ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ახალგაზრდების გადასარჩენად,»-განაცხადა მეუფე პეტრემ.