სხვადასხვა

«ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას»-კლუბ «ბასიანში» პირველად გასინჯა ნარკოტიკი და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი

თეა ჯინჯიხაძე ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გარდაიცვლილ დიმა გორგიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

«როცა «ბასიანში» კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდის გარდაცვალებას გავიგებდი, გული მეწურებოდა ბავშვების, მათი მშობლების და მეგობრების გამო. აქ მთავრდებოდა ტკივილი, რადგან მეგონა მე ეს არ შემეხებოდა, სხვისი ტკივილით ვიფარგლებოდი. დღეს მეც შემეხო, დღეს მეც ჩამომექცა ცა. ჩემი 18 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი, რომელსაც სიგარეტიც არ მოუწევია, კლუბ «ბასიანში» პირველად გასინჯა. გასინჯა და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი. ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს. მე ვინმომიხდის დღეს ბოდიშს?რას მიშველის ვინმეს ბოდიში. ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას. ბიძაშვილისშვილი იყო ჩემი. დაუცველი და ბედის ანაბარაა ჩვენი საზოგადოება. იმ სახელმწიფოს დედაც ვატირე ბასიანს როვერ მოერევა» — წერს თეა ჯინჯიხაძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ვაჟა- ფშაველას სახელობის სამკითხველო დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის დინამიკა მცირედით, თუმცა დადებითია

საქართველოში ამინდი გაუარესდება

დატოვე კომენტარი