უკრაინის სახელმწიფო ოშადბანკმა გამოუშვა ბეჭდები, რომლითაც შეიძლება მაღაზიებში გადახდების განხორციელება

0
1074

უკრაინის სახელმწიფო ოშადბანკმა გამოუშვა ბეჭდები NFC-მოდულით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უკონტაქტო გადახდები მაღაზიებში. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

«ბეჭდით გადახდის განხორციელება უფრო მოხერხებულია და უსაფრთხო ვიდრე საბანკო ბარათით და სმარტფონით. საკმარისია იმ თითით შეეხოთ გადახდის ტერმინალს, რომელზეც გიკეთიათ ეს ბეჭედი, რათა განახორციელოთ გადახდა,»- ნათქვამია შეტყობინებაში.

ბანკის ცნობით, ამჟამად POS-ტერმინალების 86% ინტეგრირებულია ბეჭედთან. ასევე ცნობილია, რომ ბეჭდები დამზადებულია კერამიკისგან მეტალის ნაწილების გარეშე. ასევე ისინი წყლის ქვეშ 50 მეტრის სიღრმეში არ კარგავენ თავის ფუნქციას.

ამ ეტაპისთვის ორი ფერის ბეჭედია გაყიდვაში, შავი და თეთრი და მათი ღირებულება შეადგენს 3,5 ათას უკრაინულ გრივნას (დაახლოებით 435 ლარი).

 

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ