განცხადება/მიმართვაომი

უკრაინის საგარეო მინისტრი სლოვაკ კოლეგას: დამნაშავეს პატიება ვერ შეაჩერებს

„რუსეთის დაუსჯელობაა მისი დანაშაულების მთავარი მიზეზი“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მწვავედ უპასუხა სლოვაკ კოლეგის, იურაი ბლანარის განცხადებას, რომელმაც რუსეთთან “შერიგებასა და ყველაფრის პატიებას” დაუჭირა მხარი.

სიბიგას განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter):
„ნაივურია იმის იმედით ცხოვრება, რომ დამნაშავე შეწყვეტს დანაშაულების ჩადენას მხოლოდ იმიტომ, რომ ვაპატიეთ და არ დავსაჯეთ. რუსეთი მეორე ლოყაზეც დაგვარტყამს.“

მან ასევე დასძინა:
„ვინც ამ ომში არც არავინ დაუკარგავს, არ აქვს მორალური უფლება მსგავსი განცხადებების გაკეთებაზე.“

შეგახსენებთ თუ რა უძღოდა წინ :
  • სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებას “კომუნიკაციის აღდგენა და თანამშრომლობა” სჭირდება.

  • მან ასევე თქვა, რომ დასავლეთს უნდა შეეძლოს “აპატიოს რუსეთს ის, რაც მოხდა”, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ზოგად პოლიტიკას.

  • სლოვაკეთის ხელისუფლება ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ მთავრობათა შორის, რომლებიც რუსეთთან კონტაქტებს ინარჩუნებენ 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ.

  • სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც 2023 წელს ხელახლა მოიპოვა ძალაუფლება, ორჯერ ეწვია მოსკოვს და შეხვედრა გამართა ვლადიმერ პუტინთან.

  • ამასთანავე, ბრატისლავა აფერხებს ევროკავშირის ახალი სანქციების მიღებას რუსეთის წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

„კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი“-მაჩალიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით ის უკვე საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის

Joni Kvaracxelia

კანაფის კულტივაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს ღვთისთვის სათნო და საზოგადოებისთვის მორალურად მისაღები – გედევან ფოფხაძე

დატოვე კომენტარი