განცხადებებიმსოფლიოში

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს დაიწყებს ომს

ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის საზოგადოებას მიმართა.
მან 16 თებერვალი საზოგადოების ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ანუ, ზეგ ყველა დასახლებულ პუნქტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობებზე აღიმართება ეროვნული დროშა, ხოლო დილის 10 :00-ზე გაისმის უკრაინის ჰიმნი.
„დიდი ომით გვაშინებენ და სამხედრო შემოსევის თარიღსაც გვისახელებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დღეს ყველაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის და გვინდა ყველა საკითხი მშვიდობით გადაწყდეს. დონბასი და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება. ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ ვიჭრებით, მაგრამ არც ჩვენს ტერიტორიას დავთმობთ. ჩვენ შესანიშნავი არმია გვყავს. ჩვენს ბიჭებს ბრწყინვალე საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი გააჩნიათ. ეს იმაზე ბევრად უფრო ძლიერი არმიაა, ვიდრე 8 წლის წინ იყო.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალს იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ კი მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გამოვფენთ და ჩვენს ერთიანობას მთელს მსოფლიოს დავანახებთ.
ჩვენ გვაქვს დიდი ევროპული მისწრაფება. გვსურს თავისუფლება და მზად ვართ, ვიბრძოლოთ მისთვის. ყველას გვინდა, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ. ჩვენ არასდროს ვიცოდით დანებება და არც ვაპირებთ ამის სწავლას.
გიყვარდეთ უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ!”
დიდება უკრაინას!! 🇺🇦🤟

 

Loading…

მსგავსი პოსტები

სააკაშვილის მიმართვა-უკრაინის პროკურატურამ საქმე აღძრა

«პარლამენტარის ჯგუფური სექსი…პოლიციის თანდასწრებით მოხდა ამის გახსნა»-მათიკაშვილი

არ ვცნობთ ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს — იგივე პრინციპით მივუდგებით ლუგანსკსა და დონეცკს-ყაზახეთის პრეზიდენტი

დატოვე კომენტარი