უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 8 გემმა დატოვა

0
76

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ რვა გემმა დატოვა, — ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„18 სექტემბერს უკრაინის პორტებიდან 169.3 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 10 გემის აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით გასვლა იგეგმებოდა. ნავსადგურები 8 გემმა დატოვა, კიდევ 2 ელოდება თავის რიგს და ხელსაყრელ პირობებს“, — აცხადებენ უწყებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინას, თურქეთს, რუსეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე უკრაინის პორტები, ჯამში 3.7 მილიონი ტონა აგროპროდუქტით დატვირთულმა 165-მა გემმა დატოვა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ