განცხადებებიომი უკრაინაში

უკრაინის მთავრობა იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირში ორ წელზე ნაკლებ ვადაში გაწევრიანდება

როგორც პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, მთავრობა იმედოვნებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ორი წლის პერსპექტივაში.
დენის შმიგალის თქმით, არსებობს იმის მკაფიო გაგება, თუ რა და რა თანმიმდევრობით უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს ევროკავშირში მალე გაწევრიანება.
„ახლა ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ინტეგრაციისთვის. ასევე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რათა მკაფიოდ გავიგოთ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა“, -აღნიშნა შმიგალმა.
როგორც უკრაინის პრემიერმა განაცხადა, პარალელურად, უკრაინა მოემზადება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
„შემდეგ ჩვენ გველოდება მოლაპარაკებების გზა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერით. ჩვენ ვიმედოვნებთ ამ გზის გავლას ორ წელზე ნაკლებ დროში და მაშინ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა ევროკომისიის დიდი დელეგაცია, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და 10-ზე მეტი ევროკომისრის შემადგენლობით.
„ეს იქნება არა მხოლოდ ომში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალი, არამედ ასევე აჩვენებს, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესისთვის“, – აღნიშნა დენის შმიგალმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«გამოჩნდა ახალი ვირუსი, ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება»-ილია მეორე

დიდ დიღომში შესაძლოა მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი აშენდეს

«როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები…»-შოკისმომგვრელი ისტორია

დატოვე კომენტარი