მსოფლიოში

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნება დართო პუტინის ნათლიის რუსეთში გაცვლაზე

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა აღიარა დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის რუსეთში გაცვლის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყნის ღალატის ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ მან სავიკ შუსტერის გადაცემაში «სიტყვის თავისუფლებ»-ში განაცხადა.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა მედვედჩუკისა და მისი პარტიის სხვა წევრების გაცვლა რუსეთის საპყრობილეებში მყოფი უკრაინელებზე, უპასუხა:  «ასეთი გადაწყვეტილების მიიღება შეუძლია უკრაინის პრეზიდენტს. ვფიქრობ, რომ თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ჩვენ დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ ამას». ასევე მან აღნიშნა, რომ მედვედჩუკის საქმეზე ჯერ არ ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ მედვედჩუკი არის ოპოზიციური პარტიის «სიცოცხლისთვის» ლიდერი, რომელიც აკონტროლებს ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას რადაში. ოპონენტები პარტიას პრორუსულ განწყობებში ადანაშაულებენ, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერაში რაც მათ ღალატად მიაჩნიათ.

პოლიტიკოსი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში, ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში და ომის წესების დარღვევაში. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 66 წლის დეპუტატი 2000-იანი წლების დასაწყისში ხელმძღვანელობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლეონიდ კუჩმას მეორე პრეზიდენტობის დროს, ორჯერ იყო რადას თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მაისში ჟურნალ Forbes-ში, 620 მილიონი დოლარით მან მე-12-ე ადგილი დაიკავა მდიდარი უკრაინელების რეიტინგში.

წყარო: golosameriki.com

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდემიური ვითარება დიდ ბრიტანეთში

20th century fox ოფიციალურად აღარ არსებობს

Joni Kvaracxelia

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

დატოვე კომენტარი