უკრაინის გენპროკურატურა: ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 79 ბავშვი დაიღუპა

0
233

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 79 ბავშვი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი დაშავებულია კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებში. აღსანიშნავია, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, ვინაიდან აქტიური სამხედრო მოქმედებების ზონაში წვდომა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით განადგურებულია 280-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, 9 მათგანი — სრულად.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ