ომი უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა სტარომაიორსკეს დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 35-ე ცალკეულმა ბრიგადამ, 129-ე ბატალიონ არეისთან ერთად გაათავისუფლეს დასახლება, სტარომაიორსკე. ნახსენები სოფელი დონეცკის ოლქში მდებარეობს. თავდაპირველად 35-ე ბრიგადის წევრებმა მიმართვა სოციალურ ქსელებზე გაავრცელეს. შემდეგში ჩანაწერი გადააზიარა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. «ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!» — დაწერა ზელენსკიმ. 27 ივლისს აქტიური შეტაკებები მიმდინარეობდა უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში. როგორც გამოცემა The New York Times-ი წერდა, იწყება იკრაინელთა კონტრშეტევის ახალი ეტაპი.

გიგა გიგანი, თამარ ქუთათელაძე

მსგავსი პოსტები

უკრაინელმა სამხედროებმა 24 საათში 730 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს

მელიტოპოლის მერი ცოცხალია, მაგრამ ოკუპანტები აწამებენ — ზელენსკი

Joni Kvaracxelia

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს

დატოვე კომენტარი