სოცქსელი

«უკრაინელი საქართველოში იქცევა ისე, როგორც წესით უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ…სლავა უკრაინე!»-დავით ქაცარავა უკრაინის ელჩზე

ანტისაოკუპაციო მოძრაობის «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა, უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის ქმედებას გამოეხმაურა, რომელმაც ავლაბრის სასახლე, სადაც რუსი დეპუტატი სიტყვით გამოდიოდა  პროტესტის ნიშნად დატოვა.

«საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსი ოკუპანტის, სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვა.
უკრაინელი საქართველოში იქცევა ისე, როგორც წესით უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ, თავმოყვარე ქართველები.
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ფიანდაზად ეგება რუს აგრესორებს!
შეგახსენებთ, გავრილოვი გახლავთ რუსი ოკუპანტი-აგრესორი, რომელიც ხოცავდა ქართველებს აფხაზეთში საქართველო-რუსეთის ომის დროს და 2008 წელს ხელი მოაწერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების დოკუმენტს. ასევე, დღევანდელ დღეს უტიფრად გვმოძღვრავს, რომ თურმე არსებულ რეალობას უნდა შევეგუოთ, იგულისხმება სეპარატისტების «დამოუკიდებლობა».
ასეთ ადამიანს ეპატიჟება საქართველოს პარლამენტი და უსაფრთხოების განსაკუთრებულ პირობებს ახვედრებს, მოყავს დიდი პატივით და ქვეყნის პრეზიდენტი პირადად ხვდება, ალაპარაკებენ მაღალი ტრიბუნიდან, ალბათ აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ დამსწრეები ოკუპანტისთვის.
მხოლოდ უკრაინელი დგება და პროტესტის ნიშნად ტოვებს დარბაზს.
დიდი მადლობა ჩემგან იგორ დოლგოვს ამისათვის.
დღეს რუსეთმა გვაჯობა, დაგვამცირა და სილა გაგვაწნა.
ჩვენი, ქართველების პასუხი რა არის?
არაფერი.
მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქის საპროტესტო აქცია, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
რუსეთს აღარ ჭირდება ტანკების შემოყვანა თბილისში, ბევრად ეფექტურად ახერხებს თავისი ემისარებით გასროლის გარეშე ჩვენი ქვეყნის სრულ ოკუპაციას.
და დავასრულებ სიტყვებით :
სლავა უკრაინე!
გიროიამ სლავა!»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«100 ლარს ურიგებენ მოსახლეობას იმისათვის რომ სალომე ზურაბიშვილი შემოხაზონ!!!!’-ბესო შენგელია

Joni Kvaracxelia

10 000 დოლარად ნებისმიერი კიეველი ოპერი სიხარულით “დაგაბაგაჟნიკებს”-გოგაშვილი სააკაშვილს აფრთხილებს

roma sajaia

«გამოუშვით ვანო მერაბიშვილი, თქვე ნაძირლებო! დდშც!!!»-ნიკა გვარამია

დატოვე კომენტარი