ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას 1-ლი ივლისიდან განაახლებს, — ამის შესახებ უკრაინის ინფარასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპრაკებები დაიწყო. „1-ლი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის“, — წერს ვლადისლავ კრიკლი.
Loading…