განცხადებებიომი უკრაინაში

უკრაინა რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი… — დიმიტრი კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, რადგან ის უკვე უზრუნველყოფს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას.
„უკრაინა უკვე არის უსაფრთხოების დე ფაქტო დონორი ალიანსისთვის. ჩვენ ვიცავთ ევროატლანტიკურ სივრცეს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ვხდებით. ძნელი წარმოსადგენია ევროატლანტიკური უსაფრთხოების ეფექტური დაცვა უკრაინის გარეშე, მისი სამხედრო პოტენციალის, ძლიერი და გამოცდილი არმიის გარეშე“, — განაცხადა კულებამ.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმის ფორმალიზება, რაც უკვე დიდი ხანია ფაქტი გახდა: უკრაინა ევროატლანტიკური საზოგადოების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ნატოს კოლექტიურ შესაძლებლობებსა და ალიანსის თავდაცვით შესაძლებლობებს. ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უკრაინასა და ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის“, — აღნიშნა მინისტრმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მივფრინავ და ნიკა გააგრძელებს»-კომედი შოუ ახალი სეზონისთვის ემზადება (ვიდეო)

«ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ეროვნული გმირი და არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი»-სააკაშვილი

თეთრი სახლი საგანგებო განცხადებას აკეთებს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი