საქართველოს კონსტიტუციის დამცველებსა და ქვეყნის პატრიოტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინიდან, რადას დეპუტაცია. ასევე გუშინდელი დღიდან ვრცელდება, მიხაილო პოდოლიაკის მხარდამჭერი განცხადება:
«საქართველო უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე… ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ახლა სასოწარკვეთილად იბრძვის თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ქუჩებში, საბოლოოდ გაიმარჯვებს. ძალა და მხნეობა შენ, საქართველო» — აცხადებს პოდოლიაკი. ასევე ვიდეო მიმართვა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელნსკიმ.